აჭარული ღვინის სახლი

აღმოაჩინე ჩხავერი

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან და ხარისხიან სერვისს

დამატებითი სერვისები


ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან და ხარისხიან სერვისს. ჩვენ დაგათვალიერებინებთ, დაგაგემოვნებინებთ, გაგაოცებთ საინტერესო ისტორიებით და შეგიქმნით სასიამოვნო მოგონებებს. ჩვენთან თითოეული კერძი მზადდება ახალი და მთიან რეგიონში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
awh

ექსკურსია ღვინის სახლში

ეწვიეთ აჭარულ ღვინის სახლს და დაათვალიერეთ ვენახი, ღვინის ქარხანა, უძველესი საწნახელი,საქვევრე მეურნეობა, მიწისქვეშა მარანი,ღვინის საცავი, სადეგუსტაციო დარბაზები, ენოთეკა, ღვინის სახლის ტერიტორიაზე გამოფენილი ეთნოგრაფიული ელემენტები. გაეცანით ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს და დააგემოვნეთ მთის ფერდობზე, მდინარის პირას გაშენებული ვენახებიდან დაწურული ექსკლუზიური ღვინოები. აჭარული ღვინის სახლი წარმოგიდგენთ ჩვენს ორ ქარხანაში უმაღლესი სტანდარტებით წარმოებულ 28 დასახელების ალკოჰოლურ სასმელს: თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ 6 დასახელების არაყი, ორი დასახელებისკონიაკი (კლასიკური და XO) და 2010 წელს ბოთლში კლასიკური წესით დამზადებული ცქრიალა ღვინო.

hc

ღონისძიებები

ჩვენ ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღონისძიებას. მოაწყეთ აჭარულ ღვინის სახლში ქორწილი, დაბადების დღე, კორპორატიული შეკრება, კონფერენცია და ტრენინგები. თითოეულ ღონისძიებას გავაფორმებთ და დავგეგმავთ თქვენი სურვილის მიხედვით. გაატარეთ სასიამოვნო დრო და შეიქმენით წარუშლელი მოგონებები. აჭარული ღვინის სახლი იდეალური ადგილია საქორწილო ივენთებისთვის. კერძოდ, ხელისმოწერის ცერემონიალის, მრავალფეროვანი და ფერადი ფოტოსესიისა და სათავგადასავლო ვიდეორგოლების ჩასაწერად.

100000 visitors

ღვინის დეგუსტაცია

გაეცანით ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს და დააგემოვნეთ მთის ფერდობზე, მდინარის პირას გაშენებული ვენახებიდან დაწურული ექსკლუზიური ღვინოები. აჭარული ღვინის სახლი წარმოგიდგენთ ჩვენ ორ ქარხანაში უმაღლესი სტანდარტებით ნაწარმოებ 28 დასახელების ალკოჰოლურ სასმელს: თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს.

Mardi Holding

მასტერკლასები

* ქვევრის გახსნა
* ღვინის დეგუსტაცია
* ხინკლის მოხვევა
* ჩურჩხელის ამოვლება
* პურის გამოცხობა
* აჭარული ყველის ამოყვანა
* ყურძნის დაწურვა და ჭაჭის გამოხდა
* სიგარის შეხვევა

Scroll to top