დაჯავშვნა
+995 577 21 40 02
საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ და ულამაზეს კუთხეში, განუმეორებელი ბუნების წიაღში აღმოაჩენთ ვენახებით გარშემორტყმულ მრავალფუნქციურ შატოს ტიპის “აჭარული ღვინის სახლი”, სადაც განთავსებულია ღვინის საწარმო, ენოთეკა, მარანი ქვევრებით და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები.
აქ, ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, გაეცნობით ქართულ უძველეს ტრადიციებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ღვინოსა და ქართულ კერძებს; დაათვალიერებთ ვენახს და გაიგებთ ქართული ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებს; შეძლებთ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ადგილობრივად ტრადიციული ტექნოლოგიებით ნაწარმოები ღვინოები, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ტრადიციული ტექნოლოგიებით. ამ მხრივ განსაკუთრებულია ჩხავერი როზე ბრენდით -„პორტო-ფრანკო“, როგორც მშრალი, ნახევრად ტკბილი, ასევე ქვევრის ღვინოები.
ჩხავერი ძველი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ დასავლეთ-საქართველოში მოდის. განადგურების პირას მყოფი ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა ქედის მოსახლეობამ. აჭარული ღვინის სახლის დამსახურებაცაა, რომ ჩხავერის ღვინის ქარხნული წარმოება განახლდა და საფუძველი ჩაეყარა მის ხელახალ აღორძინებას. თუმცა ყურძნის სიმცირის გამო წელიწადში მხოლოდ 10 000 ბოთლი “პორტო ფრანკო” მზადდება, რომელიც გამოირჩევა სინაზით და ჰარმონიულობით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ბალანსით.
დასახელება “პორტო ფრანკო” უკავშირდება აჭარის ა/რ დედაქალაქს - ბათუმს, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბდა. სწორედ აქ მოღვაწეობდნენ ძმები ნობელები, რომლებიც ბათუმის პორტის გავლით ნავთობის გადაზიდვით დაინტერესდნენ. ბათუმი უძველესი ევროპული ქალაქია და ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ ბათუმში სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით საელჩო და საკონსულო ფუნქციონირებდა.
“ჩხავერის” ღვინის ბოთლისა და ჭაჭის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი რიცხვი 41.3 და 41.3 აღნიშნავს ბათუმის გრძედისა და განედის ზომას, რომლებიც ერთმანეთის ტოლია.
ჩხავერის გარდა, აჭარულ ღვინის სახლში შეიძენთ ჩვენს ორ ქარხანაში უმაღლესი სტანდარტებით დამზადებულ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს. მათ შორის გვაქვს ექვსი - მშრალი; ოთხი - ნახევრად ტკბილი; ხუთი - ქვევრის, ერთი კასრში დავარგებული, სხვადასხვა გემოს ჭაჭა და კონიაკი. აგრეთვე, ბოთლში დაძველებული შამპანური.
აჭარული ღვინის სახლი ბათუმიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ხელსაყრელ ადგილას, ქედის მთავარ საავტომობილო გზაზე, მდინარის პირას. სწორედ ამ და სხვა მახასიათებლების გამო აჭარული ღვინის სახლი ერთნაირად იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობამ 2017 წელში 100 000-ს გადააჭარბა.
დაჯავშვნა
+995 577 21 40 02